ცხოვრება პატარა ქალაქში
(ფილმის ”სექსი დიდ ქალაქში მიხედვით”)
ეს არ არის მოთხრობა ან ნოველა, უბრალოდ კიდევ ერთი დღეა ჩემი ცხოვრებიდან. დიახ მე ვცხოვრობ, შეიძლება ითქვას როგორც ადრე, მაგრამ მე ხომ ვიცი რომ ასე არაა.
ჩემს ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვალა_მე მყავს ქმარი და რაც არ უნდა მაგრა ვუყვარდე, მაინც თუნდაც თავისდაუნებურად მიზღუდავს თავისუფლებას. თან მე უკვე მარტო ჩემს თავზე არ უნდა ვიფიქრო, არამედ ... მალე სამნი ვიქნებით და კიდევ ერთი წევრი შეემატება ჩვენს ოჯახს. ჩემი პატარა ბაია_უუფ როდის იქნება რომ დავინახავ. ერთდროულად მეშინია და მიხარია.
მოკლედ რა მინდოდა საერთოდ მეთქვა ან რატომ დავიწყე წერა. დღეს დილით გავიღვიძე ჩვეულებრივ ხასიათზე, უკვე შეჩვეული ოჯახურ რუტინას, როცა აღარ გახსოვს აღარც დაქალები, აღარც საკუთარი თავი, მხოლოდ ფიქრობ როგორ შეუთავსო სახლი და სამსახური ერთმანეთს. და მერე უცებ.. ბახ! და დიდი არაფერი არ მომხდარა, უბრალოდ მე და ჩემმა თანამშრომელმა გადავწყვიტეთ ერთად სახინკლეში გაგვევლო(სამსახურშიც მაგრა მოგვშივდა და..). ხოდა ვილაპარაკეთ ქალების თემებზე, თან ისიც ახალი გათხოვილია.
მეც სახლი სამსახურის რუტინა დავარღვიე და უცებ მივხვდი რამდენი დღე გამიცდენია უაზროდ(ანუ ყოველი დღის ისე გატარება როგორც შენ გინდა და არა როგორც სხვებს).
რამდენი სასიამოვნო დღე მაქვს კიდევ წინ! ღმერთო ჩემო!
მინდა მშვიდად ვიცხოვრო და ყოველი დღით დავტკბე!
აი ასე!
(გაგრძელება იქნება.. თანაც აუცილებლად კარგი :))